Friday, December 6, 2013

1. პროექტის სახელწოდება: საქართველოს რკინიგზა.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნონ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტვირთმზიდი სატრანსპორტო საშუალების - რკინიგზის წარმოშობის ისტორიას და მის როლს თანამედროვე ცხოვრებაში.
3. პროექტის აქტუალობა: რკინიგზა ყველაზე დიდი ტვირთგადამზიდი საშუალებაა მსოფლიოში, ამიტომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას მეგაეკონომიკაში.
4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეები გაეცნობიან რკინიგზის ისტორიას. საქართველოში ამ სატრანსპორტო საშუალების წარმოშობასა და განვითარებას. რკინიგზის როლს თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში (თანამედროვე ,,აბრეშუმის გზა"). ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის მშენებლობის მნიშვნელობას.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-17 წლის მოსწავლეები.
6. ვადები, ხანგრძლიობა: 3-4 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიზლება შეიქმნას: ზოგადად პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში გარკვეულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას, საკუთარი აზრის მკაფიოდ და დასაბუთებულად გამოხატვას. პრეზენტაციის, დისკუსიის უნარის განვითარებას. ქმნიან ელექტრონულ გვერდს. სადაც იყენებენ მოძიებულ და შექმნილ სლაიდებს. ქმნიან ვაგონის მაკეტს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, google საზიებო სისტემა, კომპიუტერი, პროექტორი, ინფორმაცია რკინიგზის დეპარტამენტიდან: რკინიგზის საშუალებით წლიური ტვირგადაზიდვის შესახებ. საღებავები, პლასტელინი ან ცვილი მატარებლის მაკეტის შესაქმნელად.
9.პროექტის მსვლელობა (ძრითადი აქტივობები): ზოგადი ინფორმაციული მიმოხილვა: სატრანსპორტო საშუალებების წარმოშობის, განვითარების და უსაფრთხოების შესახებ, რომელიც არის მოცემული ისტორიის სახელმძღვანელოებში.
   რა ფაქტორებმა იქონიეს დიდი ზედავლენა რკინიგზის წარმოშობაზე, რატომ იყო თავდაპირველად რკინიგზის ლიანდაგებს შორის მანძილი უფრო მცირე ვიდრე დღესაა? (ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული ლიანდაგი) ამ კითხვებზე პასუხების მოძიება შეიძლება  როგორც რკინიგზის დეპარტამენტში, ასევე საქართველოს რკინიგზის ინტერნეტ საიტზე.
   მცირე ექსკურსიის მოწყობა ვაგონმშენებელთა ქარხანაში, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან ვაგონის მშენებლობას და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც დაეხმარებათ მატარებლის მაკეტის შექმნაში.
   ყოველწლიური ტვირთგადაზიდვების შესახებ ინფორმაციის მიგება და საბაზისო წელთან მათი შედარება, ანალიზი, თუ რა შემოსავლების მომტანია საქართველოს ეკონომიკისათვის? ამ კითხვებზე პასუხის მიღება შეიძლება ყოველწლიური დეპარტამენტის ანგარიშიდან, რომელიც ქვეყნდება ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს და იდება საქარტველოს რკინიგზის ვებ გვერდზე.
    ამ მასალების მოძიების შემდეგ მოსწავლეთა მცირე ჯგუფი, რომელთაც მიეცათ აგნიშნული პროექტი, იწყებენ მონაცემთა დაჯგუფება-დახარისხება-დამუშავებას. ანალიზს კი წარადგენენ ცხრილების, სლაიდის ან სლაიდების და დასკვნის სახით.
10. საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი აქვს: გეოგრაფიასთან,( რკინიგზის ლიანდაგების განლაგება-ადგილმდებარეობა) ისტორიასთან (რკინიგზის წარმოშობა განვითარება) მათემატიკასთან ( ტვირთ -გადაზიდვების, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი) ხელოვნებასთან (მატარებლის მაკეტის შექმნა) 
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაია ტურიაშვილი
12. ხელმძგვანელის ელ ფოსტა: maiaturiashvili152@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: rkinigza.blogspot.com